დონალდ ტრამპი უცხო ქვეყნების დაფინანსების პროგრამები 90 დღით შეაჩერა
დონალდ ტრამპი უცხო ქვეყნების დაფინანსების პროგრამები 90 დღით შეაჩერა. შესაბამის ბრძანებას ამერიკის პრეზიდენტმა ინაუგურაციის დღეს მოაწერა ხელი. დონალდ ტრამპის განკარგულებით, ვაშინგტონი უცხოურ დაფინანსებას აღარ გამოყოფს, თუკი დახმარების პაკეტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას სრულად არ შეესაბამება. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, 90 დღით შეჩერდება უცხო ქვეყნებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტრაქტორებისთვის დაფინანსების გამოყენება იქამდე, ვიდრე უცხოური დაფინანსების თითოეული პროგრამა დეტალურად არ იქნება შესწავლილი.
