ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში ორი კანდიდატი დარეგისტრირდა -არჩილ გუჩმანიძე და ტიტე აროშიძე. უნივერსიტეტის რექტორს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - აკადემიური საბჭო 11 წევრისაგან შედგება, კანდიდატს გამარჯვების მოსაპოვებლად 6 ხმა სჭირდება. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.