ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს
ჩვენი ყველას ვალია, ურთულესად მოპოვებული მშვიდობა დავაფასოთ - ამის შესახებ ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. ბიზნესმენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათთან დაახლოებული პირების ტერორსა და მუქარაზე დამყარებულ ბრძოლის მეთოდებზე წერს. ნოშრევან ნამორაძე აფასებს ქართული ოცნების საქმიანობას და ამბობს რომ დღევანდელი ხელისუფლება ღირსეულად იბრძვის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, ეკონომიური წინსვლისთვის და მშვიდობისთვის.
