ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებოდ გამგზავრებული სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები საინაუგურაციო დარბაზს მიღმა აღმოჩნდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებოდ გამგზავრებული სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები საინაუგურაციო დარბაზს მიღმა აღმოჩნდნენ. ფიცის დადების პროცესს ზურაბიშვილმა თვალი ადევნა კაპიტოლიუმის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მიმდინარეობისას, ქუჩაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის კამპანია, რომ ინაუგურაციაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ ყალბი აღმოჩნდა, მათივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ შეეცადნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თუმცა უშედეგოდ.
