ამერიკის შეერთებულ შტატებს საღი აზრი უბრუნდება - ეს განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა
ამერიკის შეერთებულ შტატებს საღი აზრი უბრუნდება- ეს განცხადება დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ „თავისუფლების მეჯლისზე“ კიდევ ერთხელ გააკეთა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია რომ სქესის შეცვლის ოპერაცია უტარდებოდეს ყველას და მამაკაცები ქალების სპორტში ასპარეზობდნენ. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის პირველივე დღეს მოაწერა ხელი განკარგულებას, სახელწოდებით „გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან ქალების დაცვა და ფედერალურ მთავრობაში ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენა“. აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, შეერთებულ შტატებში ოფიციალურად განისაზღვრა რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი, რომელიც ბიოლოგიურად განისაზღვრება და არა იდენტობის თვითგამოხატვით.
