პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპს თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ იქსზე წერს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას, გააძლიეროს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები. დონალდ ტრამპს, შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი ტრამპს დასახული მიზნების მიღწევაში წარმატებას უსურვებს.
