ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მორიგი განცხადება გაავრცელა
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მორიგი განცხადება დღეს გაავრცელა. განცხადებაში საუბარია, რომ შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი, რომელთანაც ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს, თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ივანიშვილსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიული ბანკი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.