ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ იქსზე წერს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას, გააძლიეროს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები.
