ამერიკაში ოქროს ხანა იწყება - ამერიკის შეერთებული შტატების 47 -ე პრეზიდენტმა ამერიკელებს შტატებისთვის დიდების დაბრუნების პირობა კიდევ ერთხელ მისცა
ამერიკაში ოქროს ხანა იწყება - საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების 47 -ე პრეზიდენტმა ამერიკელებს შტატებისთვის დიდების დაბრუნების პირობა კიდევ ერთხელ მისცა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და მისი ადმინისტრაცია ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს, ქვეყანას სუვერენიტეტს დაუბრუნებს და უსაფრთხოებას აღადგენს. საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას , დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბაიდენის მთავრობა. ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე კი , ხელი მოაწერა ასამდე განკარგულებას.
