დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში დაბრუნებას ულოცავენ
დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები, თეთრ სახლში დაბრუნებას ულოცავენ. ,,ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, ჩვენ მკვეთრად გავზრდით თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს, ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას სიძლიერით, ნატოს მეშვეობით.’’_ წერს მარკ რუტე. გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობას იმედოვნებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. დონალდ ტრამპს მიულოცა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ისედაც წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა, კიდეც უფრო გაღრმავდება. მილოცვისა და თანამშრომლობის გაძლიერების მოლოდინის შემცველი განცხადებები გამოაქვეყნეს ისრაელის, პოლონეთის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმაც, ომების დასრულების და მდგრადი მშვიდობის დამყარების იმედი გამოთქვეს ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
