ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებოდ გამგზავრებული სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები საინაუგურაციო დარბაზს მიღმა აღმოჩნდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებოდ გამგზავრებული სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები საინაუგურაციო დარბაზს მიღმა აღმოჩნდნენ. ფიცის დადების პროცესს ზურაბიშვილმა თვალი ადევნა კაპიტოლიუმის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მიმდინარეობისას, ქუჩაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ.