"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი მორიგ განცხადებას ავრცელებს
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი მორიგ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია, რომ შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ , რომელთანაც ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს, თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ივანიშვილსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.