როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა
ტრამპის მაგინებლები მასთან კომუნიკაციის გზების ძიებამ ვაშინგტონში ჩაიყვანა. ახლა სალომე ზურაბიშვილი, რომლისთვისაც ამერიკის არჩეული ლიდერი რუსული პროექტი იყო, მის ინაუგურაციას სხვისი მიწვევით დაესწრება. მაყურებელთა შორის ადგილებს ეძებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ის, რის გახსენებაც აღარ უნდათ- ქეთი გრიგორაშვილის სიუჟეტში ნახავთ იმ გამოსვლებს, რომლითაც ზურაბიშვილი და მისი მოკავშირეებიც 4 წლის წინ პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ და ახლა მათ მეხსიერებიდანაც შლიან.
