ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბოლო 6 თვეში წარმოჩენილი პრობლემებია, მათ შორის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერი, რაც კლიენტს საეჭვო გარემოებად მიაჩნია. „იულიუს ბერი“ ის ბანკია, სადაც, ადვოკატის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ „კრედიტ სუისის“ უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადაიტანა. კრედიტ სუისთან 10 წლიანი დავა კი ფინალურ ეტაპზეა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
