დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს ინაუგურაციის შემდეგ, უახლოეს დღეებში, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა
დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს ინაუგურაციის შემდეგ, უახლოეს დღეებში, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა. სიენენის ცნობით, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს სურს რუსეთის ლიდერთან უახლოეს თვეებში პირადი შეხვედრა დაგეგმოს, სადაც უკრაინაში ომის დასრულებას განიხილავენ. ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მალე დასრულება სურს და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. ამასთან, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მომავალმა მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდნენ, რადგან არსებობს კონფლიქტის მესამე მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე.
