მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის ლიდერი დაესწრება
მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის ლიდერი დაესწრება. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მონაწილეებს 23 იანვარს დისტანციურად, ვიდეო-ჩართვით მიმართავს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ბიზნესისა და პოლიტიკის ლიდერებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს. წლევანდელ შეხვედრას არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოაკლდება, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, იტალიის ლიდერი ჯორჯა მელონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი.
