2024 წელი საქართველომ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა
2024 წელი საქართველომ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკამ 2024 წელს 90 მლრდ ლარს გადააჭარბა, მიმდინარე წელს კი 100-მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გასცდეს. პრემიერის თქმით, ამისთვის უნდა გაგრძელდეს კონკრეტული პროექტები და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება.
