ოპოზიციის ნაწილი ტრამპის ინაუგურაციას ესწრება
ოპოზიციის ნაწილი ტრამპის ინაუგურაციას ესწრება. მმართველი გუნდისთვის საინტერესოა, გაბედავენ თუ არა ეს ადამიანები დონალდ ტრამპზე იმის თქმას, რასაც რამდენიმე წლის წინ ამბობდენ. პარლამენტის თავმჯდომარე ირონიულს უწოდებს ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრებას. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს.
