პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2025 წლის ამოცანებზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2025 წლის ამოცანებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი მოახერხებს დიფ სთეითის დამარცხებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში რევოლუციის მოწყობის ოთხ მცდელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის, რაც საქართველოზეც აისახება.
