ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დასრულდა ყინულის მოედნის სამშენებლო სამუშაო, მიმდინარეობს მოპირკეთება. კომპლექსი ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში, საერთაშორისო შეჯიბრებებს უმასპინძლებს. პარალელურად, მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
