აქციაზე დაკავებულებმა ბრალი აღიარეს
აქციაზე დაკავებულებმა ბრალი აღიარეს. საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შესაბამისი მოთხოვნით მათ პროკურორებს თავად მიმართეს. მათ სახელმწიფო ბრალდება აქციაზე პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა. მათ 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. საპროცესო შეთანხმებით კი ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 9 თვე დარჩებიან.
