საუნივერსიტეტო რეფორმაზე მუშაობა იწყება
საუნივერსიტეტო რეფორმაზე მუშაობა იწყება. მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივი გარდაქმნა. შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, კომისიის მდივანი კი გახდება პრემიერის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში ლევან იზორია.
