სოციალურმა პლატფორმა „ტიკ ტოკმა“ შეერთებულ შტატებში მუშაობა განაახლა
სოციალურმა პლატფორმა „ტიკ ტოკმა“ შეერთებულ შტატებში მუშაობა განაახლა. დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველივე დღეს გამოსცემს ბრძანებას, რომელიც აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებას გადაავადებს. „ტიკ ტოკის“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, პლატფორმა ამერიკაში დაბრუნდა.
