დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს აცნობა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან პირადი კავშირები გააღრმაოს
დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს აცნობა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან პირადი კავშირები გააღრმაოს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს. მანამდე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები 17 იანვარს შედგა, თუმცა განიხილეს თუ არა მხარეებმა შეხვედრის საკითხი, უცნობია.
