ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამასმა ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სრული სია გადასცა. სიის მიღებამდე ისრაელი ზავის ამოქმედებაზე უარს ამბობდა. მხარეთა შეთანხმებით, ჰამასი მძევლების გათავისუფლებას დღეს საღამოს დაიწყებს. ცნობილია იმ პირველი სამი მძევლის ვინაობაც, რომლებიც დღეს სახლში დაბრუნდებიან.
