რუსთავის ბაგა -ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება
რუსთავის ბაგა -ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება. პროექტი, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით უკვე ერთი წელია რაც ხორციელდება და ამ დროისთვის, ცნობილი მეცნიერის, შალვა ამონაშვილის აკადემიაში ტრენინგი, რუსთავის ბაგა-ბაღების 600-ზე მეტ თანამშრომელს აქვს გავლილი. ტრენინგების კურსი, მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.
