დონალდ ტრამპი: თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ, „ჯოჯოხეთი დატრიალდება
„თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ, „ჯოჯოხეთი დატრიალდება“,- ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა. „პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოვუწოდე, განაგრძოს იმის კეთება, რაც საჭიროა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, შეთანხმება შესრულდება. თუ არა – ჯოჯოხეთი დატრიალდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
