ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელში ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელში ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. თელ-ავივში დემონსტრანტები იმ ადგილას შეიკრიბნენ, რომელსაც „მძევლების მოედანს“ უწოდებენ და სადაც დატყვევებულთა ოჯახები წელიწადზე მეტია, აქციებს მართავენ.
