გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ 3:1 დაამარცხა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში ქართული დაპირისპირება შედგა. გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ქოჩორაშვილმა 95-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.