ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მედიის ცნობით, გამოშვებიდან პირველ საათებში მემკოინ „დოლარ ტრამპის“ კაპიტალიზაციამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. პროექტის ვებგვერდი შეიცავს ტრამპის ცნობილ ფრაზას “იბრძოლე, იბრძოლე, იბრძოლე”, რომელიც მან 2024 წლის ზაფხულში, მკვლელობის მცდელობისას წარმოთქვა.
