დღეს დილიდან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა ამოქმედდეს
დღეს დილიდან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა ამოქმედდეს. ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე ისრაელის ციხეებიდან 2 ათასამდე პალესტინელს გამოუშვებენ, ჰამასი კი ისრაელს 98-დან 33 მძევალს გადასცემს. გვიან ღამით ისრაელის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა შეთანხმების პირობა დაარღვია და ისრაელისთვის გასათავისუფლებელი მძევლების სია ჯერაც არ გადაუცია. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის საბოლოო მიზანს ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლება წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის საომარი მოქმედებების განახლების უფლებას იტოვებს.
