ცესკოს თავმჯდომარე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედური დასკვნის შინაარსში ცვლილებას არ ელოდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედური დასკვნის შინაარსში ცვლილებას არ ელოდება. გიორგი კალანდარიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბრალდების ყველა ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, საგამოძიებო ორგანოში წარადგინონ. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ყველა მანიპულაციის შესაძლებლობა გამორიცხა.
