პატარა პიანისტების კონცერტი
კონსერვატორიის მცირე დარბაზში ახალგაზრდა პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ მხარდაჭერით ჩატარდა. მსმენელის წინაშე ღონისძიების მონაწილე 10 ბავშვი წარდგა. მათ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. ფონდ “ლირა“ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი ტალანტების აღმოჩენა და განვითარებაა.
