გაცნობითი შეხვედრა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ფუად აზიზოვთან. მთავრობის თავმჯდომარემ კონსულს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფოთაშორისი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებს.
