გზების სხვადასხვა მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
