ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება ხვალ, 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 წუთზე დაიწყება
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება ხვალ, 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 წუთზე დაიწყება. „ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან მძევლების მისაღებად „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ და მუშაობენ შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ყველა დეტალის გულმოდგინე გათვალისწინებით“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. მათიცე განცხადებით, შეიარაღებული ძალები „გააგრძელებენ მოქმედებას“ ღაზის სექტორის სიახლოვეს მცხოვრები ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინფორმაცია კატარშიც დაადასტურეს.
