გარემოს ეროვნული სააგენტო 21 იანვრამდე საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 21 იანვრამდე საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგიერთ რაიონში იქროლებს ძლიერი ქარი, ზღვისპირა ქალაქებში შტორმსაც პროგნოზირებენ. ქარიანი ამინდი შენარჩუნდება დედაქალაქშიც.
