შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. მიზეზად ამინდის პროგნოზი სახელდება, რომელის მიხედვითაც 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება. მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც კონგრესში გაიმართა, რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა.
