ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა.
ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა. ზავის პირობების წინააღმდეგ, მხოლოდ ორი ულტრამემარჯვენე მინისტრი წავიდა. კატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის “მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ისრაელის ძალები დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს შინ დაბრუნების საშუალება მიეცემათ.
