საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა წამყვან ფინურ და ჩრდილოეთ ევროპულ კომპანიებთან. ასევე, ქართული კომპანიების წარმომადგენლები B2B ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.