ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა
ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა. საკონკურსო კომისიის სხდომის ფარგლებში, კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია შეისწავლეს. პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს შემდეგი კანდიდატები : გიორგი ძაგანია, გიორგი ჭიქაბერიძე, დიმიტრი ჯავახაძე და გიორგი ჯავახიშვილი.
