სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე ქსელი და გაზმომარაგების მილები. გარდა ამისა, ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, დაწყებულია საგზაო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.
