პროკურატურის შუალედური ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
პროკურატურის შუალედური ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. გენერალურ პროკურატურის განმარტებით, მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებით და საექსპერტო კვლევებით დადასტურდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია. განცხადება გაკეთდა ცესკოშიც.
