პოლიტიკური დაკვეთა და საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული შელახვა
პოლიტიკური დაკვეთა და საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული შელახვა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, თოთხმეტი დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება. საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ქმედებები, რომელიც საქართველოსთან და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში ხორციელდება, საფუძველს მოკლებულია და უმეტესწილად, ეს ყველაფერი ქვეყანაზე ზეწოლისთვის ხდება. ოპოზიცია არ მალავს, რომ პარტნიორების ნაბიჯები მათი და იმ ხალხის აქტივობიდან გამომდინარეობს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები არიან
