საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სხდომის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა, ხელი მოაწერეს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმს. შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის. კომისიის სხდომამდე გაიმართა ირაკლი კობახიძის და ალი ასადოვის პირისპირ შეხვედრა. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
