აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აშენდება
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აშენდება. საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, ბაქოს ცენტრალურ უბანში, 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა. ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.
