საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრი. დელეგაციაშია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიზიტის მნიშნელობაზე საუბრობენ.
