ილონ მასკის კრიტიკის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბავშვებზე ორგანიზებული სექსუალური ძალადობის შესახებ საქმის გამოძიებას მხარს დაუჭერენ
ილონ მასკის კრიტიკის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბავშვებზე ორგანიზებული სექსუალური ძალადობის შესახებ საქმის გამოძიებას მხარს დაუჭერენ. კანონმდებლებისადმი მიწერილ წერილში შინაგან საქმეთა მდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ქვეყანაში დანაშაულებრივი ბანდების მასშტაბებთან დაკავშირებით, სწრაფი აუდიტის უფლებამოსილებაც გასცა. დიდ ბრიტანეთში არასრულწლოვანთა გაუპატიურების და პედოფილიის სკანდალი ხელახლა მას შემდეგ აგორდა, რაც შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაციის წევრმა ილონ მასკმა, სოციალურ ქსელ „იქსზე“ ამ საქმეზე პოსტები დაწერა და პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მკაცრად გააკრიტიკა.
