რესპუბლიკელი სენატორი ჯორჯიის შტატის წარმომადგენელთა პალატის დარბაზში, მის წინააღმდეგ მოქმედი აკრძალვის საფუძველზე, გუბერნატორის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად არ შეუშვეს
რესპუბლიკელი სენატორი კოლტონ მური, ჯორჯიის შტატის წარმომადგენელთა პალატის დარბაზში, მის წინააღმდეგ მოქმედი აკრძალვის საფუძველზე, გუბერნატორის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად არ შეუშვეს. ადგილობრივი პერსონალის თანამშრომელი მას ფიზიკურადაც შეეხო. სამართალდამცველებთან შელაპარაკების შემდეგ კი , სენატორი მური დააკავეს, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ფულტონი ოლქის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც გირაოს სახით 1000 დოლარი გადაიხადა.
