ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყება და ევროკავშირს ურჩევს ახალ რეალობასთან ადაპტირება შეძლოს
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყება და ევროკავშირს ურჩევს ახალ რეალობასთან ადაპტირება შეძლოს. ორბანის თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს და მოსკოვთან დიალოგი განაახლოს. უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკ რუბიომ არ გამორიცხა, რომ ანტირუსული სანქციების მოხსნა, უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების ერთერთი ბერკეტი შეიძლება იყოს.
